გამოტოვება

BLOOM BABY CLASSES - ბავშვების სენსორული განვითარების საერთაშორისო პროგრამა უკვე საქართველოშია!

საუკეთესო ბავშვთა გაკვეთილები ჩვილებისთვის {ფრენჩაიზის ზონაში}

BLOOM BABY CLASSES GEORGIA

ნინო და ლიკა

გამარჯობა, მე მქვია ნინო. BLOOM BABY კლასების გახსნის იდეა უსაზღვრო სიხარულით მავსებს.

კარიერის დასაწყისში, უცხო ენების მასწავლებლად და ლექტორად მუშაობისას, მუდამ სიამოვნებას მანიჭებდა მოზარდებთან ურთიერთობა, ცოდნის გაზიარება და დაკვირვება, თუ როგორ ვითარდებიან ახალგაზრდები მათ მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის განსაკუთრებულად შთამაგონებელი პატარებთან მუშაობა იყო.

ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც პირველი შვილი შემეძინა, დავიწყე სხვადასხვა რესურსების მოძიება ბავშვების ადრეული განვითარების შესახებ, იმ იმედით, რომ შეძენილი ინფორმაცია გამიადვილებდა ჩემი პატარას აღზრდას. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ საგანმანათლებო მასალის და კლასების ძალიან ლიმიტირებული არჩევანი იყო. ამან მიბიძგა ჩემი საკუთარი დაკვირვებით და ექსპერიმენტებით გავმკლავებოდი დედობის რთულ გამოწვევას. სიხარულს მანიჭებდა, როცა ვხედავდი, რომ ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენება უდიდეს პოზიტიურ გავლენას ახდენდა როგორც ჩემი უფროსი ქალიშვილის-ანის, ასევე ჩემი ვაჟის-ლუკას განვითარებაზე.

ვინატრებდი, რომ მაშინ ჩემს სიახლოვეს BLOOM BABY კლასების მსგავსი ყოფილიყო!

ჩემი ინტერესი ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხებში არასდროს განელებულა და როგორც კი საშუალება მომეცა, ავისრულე ოცნება და ცენტრალურ ლონდონში საბავშვო მაღაზია გავხსენი. ეს იყო ადგილი, სადაც არა მარტო წიგნებსა და საგანმანათლებლო სათამაშოებს ვყიდდი, არამედ ვაწყობდი მხიარულ ღონისძიებებს პატარებისთვის და მათი ოჯახებისთვის. IGLOO წლების განმავლობაში უბნის მშობლებისა და მათი შვილებისთვის მიმზიდველი და საყვარელი ადგილი იყო, სანამ სამწუხაროდ კოვიდმა ყველაფერი არ შეცვალა.

მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ცვლილებას აუცილებლად ახლის დაწყებისკენ მივყავართ და ეს სწორედ BLOOM BABY კლასები იყო, რომელიც ჩემს ახლო მეგობართან, ლიკასთან ერთად აღმოვაჩინე. უზომოდ მიხარია, რომ ერთობლივი დაუღალავი, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ეს სიახლე საქართველოში ჩამოგვეტანა.

დარწმუნებული ვარ, რომ BLOOM BABY უდიდეს სიხარულს, ბედნიერებას და საინტერესო გამოცდილებას შესძენს ბევრ ოჯახს საქართველოში. ჩვენი მთავარი მიზანია, გავამხნევოთ და მხარში დავუდგეთ ახალგაზრდა მშობლებს ჯანსაღი, ბედნიერი და გონიერი ბავშვების აღზრდაში!

ბავშვის განვითარების გაკვეთილები საქართველო

მოგესალმებით! მე ლიკა ვარ და სიხარულით გიზიარებთ, რომ კომპანია BLOOM BABY კლასები დღეს უკვე საქართველოშია!

პროფესიული გამოცდილება თავდაპირველად სტომატოლოგიაში მივიღე. თუმცა, როდესაც ჩემი პირველი შვილი, სალომე დაიბადა, რომელიც ახლა 25 წლისაა ( დაუჯერებელია, როგორ მიფრინავს წლები!) მე გადავწყვიტე, რომ მთელი ჩემი დრო ბავშვის აღზრდისთვის დამეთმო. 

სალომეს შემდეგ გაჩნდა გიორგი. ჩემი შვილები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან!

დედობა ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი გამოცდილება იყო და დღემდე რჩება ჩემთვის. თუმცა სირთულეები და გამოწვევები ხშირად თან ახლდა მას. ახალბედა დედას პირადი გარემოებების გამო ხშირად მიწევდა შვილებთან ერთად არამარტო საცხოვრებლის, არამედ ქვეყნის შეცვლა. ჩვეული ოჯახური გარემოდან მოშორებით სიმარტოვის განცდა ჩემი ხშირი მეგზური იყო. სწორედ მაშინ, როცა ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ, მივხვდი თუ რა განუზომელი სიხარულის მომტანი იქნებოდა დედების და პატარების კომპანიაში დროის გატარება, გამოცდილების გაზიარება, ახლის შესწავლა და უბრალოდ ხალისიანად გართობა. 

სწორედ დედობამ და ზოგადად ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა განაპირობა ფსიქოლოგიისადმი ჩემი ინტერესი და მივიღე განათლება ბავშვის ადრეული ინტელექტუალური, ემოციური და ფიზიკური განვითარების მიმართულებით. სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიის შესწავლა ძალიან დამეხმარა რომ სწორად გამეგო და დამენახა ჩემი შვილების ემოციები და საჭიროებები, მათი ჯანსაღი , წარმატებული განვითარებისთვის. დამარწმუნა, რომ დრო და მზრუნველობა წარმოადგენდა ყველაზე ღირებულს , რაც მე შემეძლო მათთვის მეჩუქებინა!  

როდესაც ნინოსთან ერთად BLOOM BABY აღმოვაჩინე, ჩემი ინტერესი და ენთუზიაზმი ბავშვების ადრეული განვითარების მიმართ ისევ გაღვივდა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ BLOOM BABY კლასების ფილოსოფია, რაც მშობლისა და ბავშვის აქტივობებში ერთობლივ ჩართულობას გულისხმობს, ზუსტად ის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორია , რომელიც პატარას ჰაერივით სჭირდება. BLOOM BABY კლასებში თქვენ გექნებათ უნიკალური საშუალება თქვენს პატარებთან ერთად გაატაროთ მართლაც განსაკუთრებული , დაუვიწყარი დრო ცისარტყელას ფერებით, სენსორული სათამაშოებით და მხიარული მუსიკით მდიდარ გარემოში .

Bloom baby classes მრავალ ჯილდოს მფლობელი ბავშვის განვითარების კლასები

ექსპერტები

- ბავშვთა ადრეული ასაკის ზრდისა და განვითარების სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული სპეციალისტები
- მაკატონის სპეციალისტები
- კრიმინალურ რეკორდზე შემოწმებული
- მრავალი ჯილდოს მფლობელი

Bloom baby classes მრავალ ჯილდოს მფლობელი ბავშვის განვითარების კლასები

სენსორული აქტივობები

- კლასების თემების მრავალფეროვნება
- მულტისენსორული საბავშვო კლასები
- მრავალფეროვანი აქტივობები

Bloom baby classes მრავალ ჯილდოს მფლობელი ბავშვის განვითარების კლასები

მხარდაჭერა

- პატარა კეთილმოსურნე კლასები
- მეგობრული გარემო
- პოსტნატალური კეთილდღეობის ხელშეწყობა

მშობიარობის შემდგომი კეთილდღეობის მხარდაჭერა

მშობლებისა და მშობიარობის შემდგომი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ჩვენ შევქმენით Rainbow Parachute Project.

Bloom Baby კლასის დაჯავშნისას თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაამრგვალოთ თქვენს კალათაში არსებული საფასური ან დაამატოთ სხვა რაოდენობის თანხა, თუ რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ამის საშუალება.

დამატებითი თანხა გადაირიცხება პოსტნატალური მენტალური ჯანმრთელობის ფონდში. საჭიროების შემთხვევაში მშობლებს ექნებათ საშუალება მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია სპეციალისტებისგან ან გაუზიარონ გამოცდილება სხვა მშობლებს და დახმარება გაუწიონ ერთმანეთს.

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

ბავშვთა გაკვეთილები ჩემთან ახლოს

ჩვენ ახლახან დავესწარით რიგით მესამე კლასს და არჩის ყველა მათგანი ძალიან მოეწონა. ის ძალიან კმაყოფილია ყოველი გაკვეთილით და კლასის შემდეგ მშვიდად თვლემს! ჩემთვისაც დიდი სიხარულის მომტანია იქ გატარებული დრო😊

როზი უილკოქსი

ბავშვთა ჯგუფები ჩემთან ახლოს

არაჩვეულებრივი მუსიკალური და სენსორული გამოცდილებაა! ყოველ კვირაში კლასების თემატური ცვლილება აქტივობებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ჩვენი პატარა კლასებს ბებიასთან ერთად ესწრება და ყოველი კლასის შემდეგ ტკბილად იძინებს.

დები სქალარკ ბენეტი

ბავშვთა ადრეული განვითარების კლასები

ერთად უკეთესი განვითარებისთვის

© Bloom Baby კლასები 

ყველა უფლება დაცულია